08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ტერაქტების შემდეგ ბრიუსელის აეროპორტში მუშაობა განაახლა სარეგისტრაციო დარბაზმა

ბრიუსელის აეროპორტში მუშაობა განაახლა სარეგისტრაციო დარბაზმა, სადაც 22 მარტს მომხდარ ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა. დღეიდან მგზავრებს 111 პუნქტი მოემსახურება, დანარჩენი 36 წერტილი კი დროებით შენობაში იქნება განთავსებული. "

განახლებული დარბაზის გახსნის ცერემონიას ბელგიის პრემიერ მინისტრი დაესწრო, რომელმაც ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ზავენტემის აეროპორტი სრულყოფილ ფუნქციონირებას ივნისის მეორე ნახევარში დაიწყებს.

აეროპორტსა და მეტროს სადგურში მომხდარ აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა. სამივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები