08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბალტიისპირეთის რეგიონში მასშტაბურ წვრთნას იწყებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბალტიისპირეთის რეგიონში მასშტაბურ წვრთნას იწყებს. სწავლებაში სახელწოდებით "გაზაფხულის შტორმი" ნატოს წევრი 10 ქვეყნის 6 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს. მანევრები ესტონეთში დღეიდან დაიწყება და სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.სწავლებაში მოტო მსროლელთა ბრიგადასთან, ქვეით ბატალიონთან და სწრაფი რეაგირების ძალებთან ერთად ავიაციაც ჩართულია.

ცნობილია ისიც, რომ მანევრების ნაწილი რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში ჩატარდება. წვრთნის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ყოფნას რუსეთის ქმედებების გამო აძლიერებს. 

დღის ამბები