08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ოდესაში ორი წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებენ

ოდესაში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. დღეს ქალაქის ორი წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებენ. 2014 წლის 2 მაისს ევრომაიდნის მომხრეებმა ცეცხლი წაუკიდეს პროფკავშირების შენობას, სადაც უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეები იმყოფებოდნენ. ხანძრის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა 200 ზე მეტი კი დაშავდა. ოლქის გუბერნატორმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ ქალაქში პროვოკაციები იგეგმება. მან უკრაინის პრეზიდენტს მიმართა და რეგიონში სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფების გაგზავნა სთხოვა.

"2 მაისი ტრაგიკული დღეა ოდესელებისთვის. ორი წლის წინ მოხდა დიდი კონფლიქტი, რომელიც ხელოვნურად იყო გამოწვეული. დაიღუპა ხალხი, მათ შორის ახალგაზრდებიც იყვნენ და გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. სამწუხაროდ არიან გარე ძალები, რომლებსაც არ სურთ უკრაინაში მშვიდობა. ასევე არიან მოსკოვთან მჭიდრო კავშირის მქონე ადგილობრივი მაფიოზები რომლებსაც არ აწყობთ ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგეგმება პროვოკაციები მათი მხრიდან, ამიტომ პრეზიდენტს ვთხოვე გამოეგზავნა დამატებითი ძალები და ოდესის მოვლენების 2 წლისთავზე ჩვენს ქალაქში უსაფრთხოებას 3 ათასი გვარდიელი და პოლიციელი დაიცავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიუხედავად დღეს ქალაქის ცენტრში პოლიციელებმა სამი ხელყუმბარა იპოვეს. გარდა ამისა სამართალდამცველებმა ექსცესების თავიდან ასაცილებლად პროფკავშირების შენობის წინ მდებარე მოედანიც გადაკეტეს.

დღის ამბები