08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ოდესაში ორი წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს მოსკოვში

ოდესაში ორი წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს მოსკოვშიც. აქცია უკრაინის საელჩოსთან ედუარდ ლიმონოვის პარტიის აქტივისტებმა გამართეს. მათ შენობას საკვამლე ყუმბარები ესროლეს და საპროტესტო პლაკატი გამოფინეს წარწერით "სიკვდილი ჯალათებს, თავისუფლება ოდესას."

დიპლომატიური უწყების შენობასთან მოწყობილი არეულობის გამო სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს. 

დღის ამბები