08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ბრიტანულმა ტელეარხმა ალეპოს საავადმყოფოს დაბომბვის ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა

ბრიტანულმა ტელეარხმა ალეპოს საავადმყოფოს დაბომბვის ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები შენობაში დამონტაჟებულმა კამერებმა გადაიღეს და ასახავს რა ხდებოდა კლინიკის შიგნით დაბომბვამდე და მის შემდეგ. ამ იერიშს 50 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ექიმებიც. მომხდარი დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა კი გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

საავადმყოფო ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონში მდებარეობდა და სავარაუდოდ ის სამთავრობო ძალების ავიაციამ დაბომბა. პარალელურად ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯონ კერი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად პარტნიორებთან საგანგებო შეხვედრებს მართავს.

დღის ამბები