08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ციფრული ვალუტის "ბიტკოინის" შემქმნელის ვინაობა ცნობილია

ციფრული ვალუტის ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა ცნობილია. ავსტრალიელმა ბიზნესმენმა კრეიგ რაიტმა საჯაროდ აღიარა, რომ სწორედ მან გამოიგონა ვირტუალური ვალუტა. ამით ავსტრალიელმა მეწარმემ დაასრულა რამდენიმეწლიანი სპეკულაცია, თუ ვინ იყო სინამდვილეში სატოში ნაკამოტო, რომელიც ბიტკოინის ავტორად მიიჩნეოდა.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კრეიგ რაიტმა ტექნიკური მტკიცებულება- ე.წ. "კრიპტო-გრაფიული გასაღებიც" წარადგინა. ტრადიციული ვალუტისგან განსხვავებით ბოტკოინებს ეროვნული ბანკები არ გასცემენ და მათი ღირებულება არც ფიზიკური აქტივებით არ არის გამყარებული.

დღის ამბები