08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ბოლო 50 წლის განმავლობაში კუბაში პირველი ამერიკული სამგზავრო გემი ჩავიდა

ბოლო 50 წლის განმავლობაში კუბაში პირველი ამერიკული სამგზავრო გემი ჩავიდა. ჰავანის პორტში სტუმრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ გულთბილი დახვედრა მოუწყო. კუბის ხელისუფლებამ ერთი კვირის წინ გააუქმა კანონი, რომელიც უცხოელებს ზღვის გავლით ქვეყანაში შესვლას უკრძალავდა. ამერიკული გემი კუბის მიმართულებით რეისს თვეში ორჯერ შეასრულებს.

ტურისტებს ერთი კვირის განმავლობაში ჰავანის გარდა კუბის სხვა ქალაქების დათვალიერების საშუალებაც ექნებათ. მოგზაურობის ღირებულება 1800 დოლარია. კუბამ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა ერთი წლის წინ აღადგინეს. მარტის ბოლოს კი ჰავანას ბარაკ ობამაც სტუმრობდა.

დღის ამბები