08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
მორიგი თავდასხმა იერუსალიმში - დაჭრილია 60 წლის მამაკაცი

მორიგი თავდასხმა იერუსალიმში. დაუდგენელმა პირმა ებრაელი მამაკაცი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 60 წლის ისრაელის მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ცივი იარაღი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის თავდამსხმელის ძებნა მიმდინარეობს.

ბოლო 6 თვის განმავლობაში პალესტინელების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ისრაელის 28 და ამერიკის 2 მოქალაქე დაიღუპა.

დღის ამბები