08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება თურქეთის პარლამენტში

ფიზიკური დაპირისპირება თურქეთის პარლამენტში. ჩხუბი მმართველი პარტიის წევრებსა და პრო ქურთულ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის გამართულ მწვავე კამათს მოჰყვა.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინა.

ფიზიკური დაპირისპირება თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში გასულ კვირასაც მოხდა. მმართველი პარტიის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მიიღო, რომლებიც თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიგრანტების შესახებ შეთანხმებას ეხებოდა.

დღის ამბები