08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ნიუ იორკში ისტორიული საკათედრო ტაძარი დაიწვა

ნიუ იორკში ისტორიული საკათედრო ტაძარი დაიწვა. აღდგომის სადღესასწაულო მესის დასრულებიდან რამდენიმე საათში, მანჰეტენზე მდებარე სერბულ მართმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა.

მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ცეცხლის დროულად ლოკალიზება ვერ შეძლეს.

ხანძრის შედეგად განადგურებულია შენობის სახურავი. არიან დაშავებულები.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ნიუ იორკის წმინდა სავას სახელობის საკათედრო ტაძარი 1850-იან წლებში აშენდა.

დღის ამბები