08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უახლოეს მომავალში შევა ძალაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

შეერთებული შტატები და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად დამატებით წარმომადგენლებს გააგზავნიან. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

მისი თქმით, მოსკოვისა და ვაშინგტონის მხარდაჭერით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უახლოეს მომავალში შევა ძალაში.

სირიის საკითხი ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. მიმდინარე მოლაპარაკებებს თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ.

პრესმდივანის განცხადებით, რუსეთმა სირიის ხელისუფლებაზე საკუთარი გავლენა უნდა გამოიყენოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა აიძულოს.

დღის ამბები