08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
კეიტ ბლანშეტი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

კეიტ ბლანშეტი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. ოსკაროსან მსახიობს ეს სტატუსი ჰუმანიტარულ მისიებში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

გაეროს შტაბბინაში გამართულ ცერემონიამდე კეიტ ბლანშეტი იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც სირიელი დევნილების დასახმარებლად ჩავიდა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების გაეროს ჰუმანიტარულ მისიაში მსახიობი ერთი წლის წინ ჩაერთო და პირველივე ვიზიტით ლიბანში განლაგებული დევნილთა ბანაკი მოინახულა.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში კეიტ ბლანშეტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები