08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია მადრიდის გარეუბანში ჩატარდა. შინაგან საქმეთა უწყების განცხადებით, დაკავებულთაგან სამი მაროკოელია, მეოთხე პირი კი ესპანეთის მოქალაქეა.

ეჭვმიტანილებს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ესპანეთში რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწეოდნენ და დაჯგუფებაში ახალი წევრების გადაბირებაზე მუშაობდნენ.

მასშტაბური ანტიტერორისტული კამპანია ესპანელმა ძალოვანებმა პარიზის ტერაქტების შემდეგ დაიწყეს და ISIS-სთან კავშირის ბრალდებით უკვე 23 ადამიანი ჰყავთ დაკავებული.

დღის ამბები