08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ოლიმპიური ჩირაღდანი ბრაზილიის დედაქალაქში ჩაიტანეს

ოლიმპიური ჩირაღდანი ბრაზილიის დედაქალაქში ჩაიტანეს. თვითმფრინავი ბრაზილიის აეროპორტში ერთი საათის დაგვიანებით დაეშვა.

ბორტიდან ოლიმპიური ცეცხლი ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ჩაიტანა. მოგვიანებით ჩირაღდანი ბრაზილიის პარლამენტში მიიტანეს, სადაც მას ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დახვდნენ.

2016 წლის ზაფხულის თამაშები რიო დე ჟანეიროში აგვისტოში იხსნება. მანამდე ოლიმპიური ჩირაღდანი ბრაზილიის 335 ქალაქში იმოგზაურებს.

დღის ამბები