08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
პრიშტინას აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა

ავარიული დაშვება პრიშტინას აეროპორტში. მგზავრებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც რეისს სტამბოლიდან  პრიშტინას მიმართულებით ასრულებდა, დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მინდორში გაჩერდა.

ლაინერი თურქიშ ეარლაინსს ეკუთვნის. მის ბორტზე დაშვებისას 151 ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მიზეზად კი ძლიერ წვიმას ასახელებენ.

დეტალების გასარკვევად ლაინერს სპეციალისტები ამოწმებენ.

ტექნიკური დათვალიერების დასრულებამდე კი, პრიშტინას საერთაშორისო აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა და ათობით რეისი გადადო.

დღის ამბები