08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
5 მაისს სომხეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს

სომხეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. შესაბამისი დოკუმენტები უკვე შეტანილია 5 მაისს დანიშნული სხდომის დღის წესრიგში.

კანონპროექტი მთავრობას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. დოკუმენტის მოხსენებით სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წარსდგება.

ცნობილია, რომ კანონპროექტი იმ მოლაპარაკებების საფუძველზე დაიწერა, რომელიც ოფიციალურ ერევანსა და არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

აპრილში განვითარებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე სერჟ სარქისიანი ბაქოს დაემუქრა და განაცხადა, რომ, თუ აზერბაიჯანი აგრესიას არ შეწყვეტდა, ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებდა.

დღის ამბები