08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ოდესაში ტელეკომპანია "მეშვიდე არხის" გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს

ოდესაში, ტელეკომპანია მეშვიდე არხის გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მედიის ცნობით, სამი ადამიანია დაშავებული.

დაჭრილი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტი ტელეკომპანიის ოფისის შესასვლელთან, იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტები ავტოავარიას იღებდნენ. თავდამსხმელი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დღის ამბები