08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
მალაიზიური ბოინგის დონბასში ჩამოგდებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

საერთაშორისო ექსპერტთა და ჟურნალისტთა ჯგუფი Bellingcat-ის , მალაიზიური ბოინგის დონბასში ჩამოგდებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს.

ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ შეძლეს დაედგინათ, საიდან გაუხსნეს ცეცხლი სამგზავრო თვითმფრინავს, რომელსაც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში 298 ადამიანი გადაჰყავდა.

ექსპერტების განცხადებით, სროლა 53-ე რუსულმა საზენიტო-სარაკეტო დანაყოფმა ქალაქ კურსკიდან განახორციელა.

ჭურვი კომპლექს buk-m1-დან გაისროლეს. Bellingcat-მა დასკვნა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალასა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ დონბასის შეიარაღებულ ძალებში. მათი განცხადებით, 53-ე რუსული დანაყოფი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

დღის ამბები