08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ტედ კრუზი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს გამოეთიშა

ტედ კრუზი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს გამოეთიშა. შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა კანდიდატმა და დონალდ ტრამპის მთავარმა მეტოქემ საარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

გადაწყვეტილება ტედ კრუზმა ინდიანას შტატში, პრაიმერისში წაგების შემდეგ მიიღო.

"ვამბობდი, რომ ბრძოლას გავაგრძელებ, ვიდრე გამარჯვებისკენ მიმავალი გზა არსებობს, ახლა კი, სამწუხაროდ, ამ გზას ვეღარ ვხედავ," - განაცხადა კრუზმა პრაიმერის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

დღის ამბები