08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
ალეპოში შექმნილ მდგომარეობას დღეს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს

ალეპოში შექმნილ მდგომარეობას დღეს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს. საგანგებო შეხვედრაზე სირიის ქალაქში არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებსა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელებენ.

ამ საკითხზე განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა. ჯონ კერი გასულ ღამეს ალეპოში საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მსგავს თავდასხმებს გამართლება არ აქვთ. ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარმატებით გაგრძელდება.

დღის ამბები