08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ალეპოს დაბომბვა გრძელდება - 24 საათის განმავლობაში 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ალეპოს დაბომბვა გრძელდება - გასულ ღამეს ბაშარ ალ ასადის სამხედრო ძალებმა ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანზე მიიტანეს იერიში, დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაშავებულებიც.

საპასუხოდ, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნეს ამბოხებულებმა. დაღუპულია 19 ადამიანი. მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ასადის რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბოხებულებს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს. გასული 24 საათის განმავლობაში ალეპოში სულ 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

დღის ამბები