08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი კანადაში - მიმდინარეობს მთელი ქალაქის ევაკუაცია

მასშტაბური ხანძრის გამო კანადაში მთელი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ფორტ მაკ მიურეიდან 80 ათასი ადამიანი გაჰყავთ, თუმცა ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ ქალაქიდან გასასვლელი ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი, ხანძრის გამო გადაკეტილია.

ევაკუაციის პროცესში ჩართულია ავიაციაც. სავალდებულო ევაკუაციის მიზეზი ტყეში გაჩენილი ცეცხლი გახდა. ალი ქალაქის გარშემო მდებარე ტყის მასივს მოედო. მისი ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

დღის ამბები