08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
სამართალდამცველებმა პერუში თვითმფრინავი ჩამოაგდეს - ადგილზე 70 კილოგრამი კოკაინი იპოვეს

პერუში სამართალდამცველებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლითაც ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდათ.

ავიაკატასტროფისას ბორტზე მყოფი სამი ადამიანი გადარჩა, თუმცა ერთი მათგანი მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას დაიჭრა.

ერთმა ეჭვმიტანილმა კი გაქცევა შეძლო. თვითმფრინავზე 70 კილოგრამი კოკაინი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდა თვითმფრინავი.

დღის ამბები