08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულები ორლანდო ბლუმმა მოინახულა

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულები ორლანდო ბლუმმა მოინახულა. კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავი კონფლიქტურ რეგიონს გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით ეწვია.

მსახიობი ომით დაზარალებული ბავშვების განათლების პროგრამაშია ჩართული. ის ჰუმანიტარული მისიით სვიატოგორსკში ერთ-ერთ სკოლას ესტუმრა, რომელიც ფრონტის ხაზიდან სამ კილომეტრში მდებარეობს და მოსწავლეებს გაესაუბრა.

გაეროს მონაცემებით, ორწლიანმა კრიზისმა 600 ათასი ბავშვი დააზარალა და საცხოვრებელ პირობებთან ერთად, განათლების მიღების პრობლემები შეუქმნა.

სკოლების შემდეგ, ორლანდო ბლუმმა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების შედეგად დაზარალებული რაიონებიც მოინახულა და მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო.

დღის ამბები