08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ფილიპინელი ისლამისტები უცხოელი მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრებიან

ფილიპინელი ისლამისტები უცხოელი მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრებიან. აბუ საიაფის ტყვეობაში სამი ადამიანი იმყოფება, აქედან ორი კანადის და ერთი კი ნორვეგიის მოქალაქეები არიან.

დაჯგუფებამ, რომელმაც ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება გამოუცხადა, ახალი ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა. მძევლები მაჩეტეთი და იარაღით შეიარაღებული მებრძოლების ალყაში არიან და საკუთარი ქვეყნების ლიდერებს დახმარებას სთხოვენ.

ტერორისტები მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 6 მილიონ ნახევარ დოლარს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მძევლებისთვის თავის მოკვეთით იმუქრებიან.

აბუ საიაფის მებრძოლებმა აპრილში უკვე დასაჯეს სიკვდილით კანადელი მოქალაქე. ჯონ რიდსდელის თავმოკვეთილი ცხედარი ფილიპინელმა სამხედროებმა ორი კვირის წინ ტყეში აღმოაჩინეს.

დღის ამბები