08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
დონალდ ტრამპის კონკურენტი ტედ კრუზი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა

დონალდ ტრამპმა ინდიანას შტატში პრაიმერისი მოიგო. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდნტობის კანდიდატმა ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და თანაპარტიელი კონკურენტი დაამარცხა.

ტედ კრუზი, რომელიც დონალდ ტრამპის ერთადერთი მეტოქე იყო რესპუბლიკური პარტიიდან, საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.

ტეხასელმა სენატორმა პრაიმერის შედეგების გამოცხადებისთანავე განაცხადა, რომ მას კანდიდატად წარდგენის პერსპექტივა არ აქვს და წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

რაც შეეხება დემოკრატ კანდიდატებს, ინდიანაში შიდაპარტიული არჩევნები ბერნი სანდერსმა მოიგო, თუმცა ექსპერტების განცხადებით, ჰილარი კლინტონი მას მხარდამჭერი დელეგატების რაოდენობის მიხედვით მაინც უსწრებს.

დღის ამბები