08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
კუბის დედაქალაქმა "შანელის" მოდის სახლის ჩვენებას უმასპინძლა

ბარაკ ობამასა და როლინგ სთოუნზის ისტორიული ვიზიტების შემდეგ, კუბის დედაქალაქმა შანელის მოდის სახლის ჩვენებას უმასპინძლა.

კარლ ლაგერფილდის 2017 წლის საზაფხულო კოლექცია მოდელებმა ჰავანის უძველეს ქუჩაზე პასეო დელ პრატოზე წარადგინეს, რომელიც კარიბის ზღვის სანაპიროზე სრულდება.

სიმბოლურად, კოსტუმების დიდი ნაწილი გარემოს შესაბამისად რეტროს სტილის იყო. შანელის სახლი პირველი გახდა პესტიჟულ ბრენდებს შორის, რომელმაც ახალი კოლექციის ჩვენება კუბაში გამართა. 

ჩვენებაზე დასასწრებად კუბაში ჩავიდნენ ცნობილი მოდელები და მსახიობები. ლაგერფილდის საზაფხულო ტანსაცმლის სანახავად დეფილეზე კუბის პრეზიდენტის შვილიც იმყოფებოდა.

დღის ამბები