08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ნატოს პოტენციალის გაზრდას მოსკოვი ახალი დივიზიის ჩამოყალიბებით პასუხობს

ნატოს პოტენციალის გაზრდას მოსკოვი ახალი დივიზიის ჩამოყალიბებით პასუხობს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე დასავლეთ და სამხრეთ ოლქებში დამატებით კიდევ ორი ახალი დივიზია შეიქმნება.

განცხადება სერგეი შოიგუმ ჩრდილოეთ პოლუსზე დაწყებული მასშტაბური წვრთნების ფონზე გააკეთა, რომელშიც ჩეჩნეთის ბატალიონია ჩართული. მინისტრის თქმით, დივიზიების შექმნის პროცესი დაწყებულია და ამ დროისთვის დისლოკაციის ადგილების მოწყობა მიმდინარეობს.

შეიარაღებული ძალების გაძლიერების შესახებ თავდაცვის მინისტრმა განცხადება იანვარშიც გააკეთა. მისი თქმით, სამი ახალი დივიზია როსტოვში, სმოლენსკსა და ვორონეჟის ოლქებში განლაგდება. თითოეული ქვედანაყოფები კი 10 ათას სამხედროს მოიცავს.

სამხედრო პოტენციალის გაზრდას ნატოც გეგმავს. ალიანსის შტაბბინაში აღნიშნეს, რომ პოლონეთში და ბალტიისპირეთში დამატებით 4 ათასი სამხედროს დისლოკაცია იგეგმება

დღის ამბები