08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
კანადაში ტყის მასივი იწვის - ფორტ მაკ მიურეიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კანადაში ტყის მასივი იწვის. ცეცხლი ალბერტაში, 3 ათას ჰექტარ ფართობზეა გაჩენილი. ქალაქ ფორტ მაკ მიურეიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100 ზე მეტი მეხანძრე და ავიაციაც. თუმცა, ცეცხლს ჯერჯერობით ვერ აქრობენ. კვამლის გამო ქალაქი პარალიზებულია. დაიხურა დაწესებულებები. მაუწყებლობა შეწყვიტა ადგილობრივმა რადიომაც. ა

ლბერტას პროვინციის ხელმძღვანელობამ დახმარებისთვის სხვა რეგიონებს მიმართა და მეხანძრეთა დამატებითი ჯგუფებისა და ტექნიკის გაგზავნა სთხოვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ დღეებში ალბერტაში უნალექო და ქარიანი ამინდებია მოსალოდნელი, რაც ხანძრის ლოკალიზებას ხელს შეუშლის.

დღის ამბები