08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ჯონ ლენონის და კურტ კობეინის ხელნაწერებს აუქციონზე გაყიდიან

ჯონ ლენონის და კურტ კობეინის ხელნაწერებს აუქციონზე გაყიდიან. ვაჭრობა ნიუ იორკში ჯულიენის აუქციონის სახლში გაიმართება.

ლოტებს შორის the bitles-ის ცნობილი ჰიტების ტექსტები მოხვდა, რომლებიც ჯონ ლენონმა 1967 წლის ალბომის შექმნაზე მუშაობისას დაწერა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ლეგენდარული მუსიკოსის ხელნაწერის ფასი ნახევარ მილიონ დოლარს მიაღწევს.

100 ათას დოლარად ვარაუდობენ ორგანიზატორები კურტ კობეინის წერილის გაყიდვას, რომელიც მუსიკოსმა 1992 წელს ჟურნალ ვენითი ფეარს მიწერა და სადაც ყვებოდა, რომ მისი მეუღლე, კორტნი ლავი ფეხმძიმობის პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა.

აუქციონზე ლედი გაგას პირველ პიანინოს და ფრედი მერკურის პირად ნივთებსაც გაყიდიან. ვაჭრობა 21 მაისს გაიმართება.

დღის ამბები