08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
ინდიანას შტატის მოსახლეობამ არჩევანი დონალდ ტრამპზე გააკეთა

ინდიანას შტატის მოსახლეობამ რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის არჩევანი დონალდ ტრამპზე გააკეთა. ნიუ-იორკელმა მილიარდერმა შიდაპარტიული არჩევნები ხმათა უმრავლესობით მოიგო და რესპუბლიკელების საბოლოო კანდიდატის სტატუსის მიღების უალტერნატივო პრეტენდენტი გახდა. შტატის ამომრჩეველთა 54-მა პროცენტმა სწორედ მას დაუჭირა მხარი. პრაიმერის შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს შეხვდა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები