08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
სირიის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ალეპოს ტერიტორიაზეც გავრცელდება

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ალეპოს ტერიტორიაზეც გავრცელდება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში ღამის პირველი საათიდან შევიდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ რუსული მხარე დათანხმდა აიძულოს ასადის შეიარაღებული ძალები ალეპოზე შეტევა შეაჩერონ.

ორი თვის წინ მიღებული შეთანხმება სირიის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდა, რადგან რუსეთი ალეპოს პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გავრცელებას არ დათანხმდა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიიდან საჰაერო ძალების გაყვანის შესახებ აკეთებს განცხადებას. უწყების წარმომდგენლის თქმით, ქვეყნის ტერიტორია უკვე 30-მდე თვითმფრინავმა დატოვა.

დღის ამბები