08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ხანძრის გამო კანადის ალბერტას პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის ალბერტას პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარმა, რომელიც ქალაქ ფორტ მაკ-მიურეის სიახლოვეს ტყის მასივს გუშინ გაუჩნდა, უკვე 1600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ცეცხლი ქალაქის დიდ ნაწილს მოედება. მაშველები ხანძრის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ქალაქიდან 80 ათასი ადგილობრივი მოსახლე იქნა ევაკუირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები