08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ნატოს მიერ კონტიგენტის გაზრდის შემთხვევაში, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს - სერგეი შოიგუ

რუსეთი ნატოს მიერ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შეიარაღებული ძალების კონტიგენტის გაზრდის შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა.

ნატოს მიერ ქვეყნის საზღვრების სიახლოვეს დამატებითი დივიზიების განთავსების შემთხვევაში, რუსეთი წლის ბოლომდე საკუთრ საზღვრებს 3 დივიზიით გააძლიერებს. ამით შოიგუ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ეშტონ კარტერის თქმით, შეერთებული შტატები ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ქვეყნებში ნატოს შეიარაღებული ძალების 4 ბატალიონის განთავსების საკითხს განიხილავს.

დღის ამბები