08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
გააქტიურებული რუსეთისა და გლობალური გამოწვევების ფონზე ნატო ოპერატიული რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს - კერტის სკაპაროტი

გააქტიურებული რუსეთისა და გლობალური გამოწვევების ფონზე ნატო ოპერატიული რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს - ეს განცხადება ალიანსის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, კერტის სკაპაროტიმ გააკეთა.

მისი შეფასებით, დღეს ნატოს წინაშეა რუსეთი, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი უძლეველ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. გლობალურ გამოწვევებს შორის კი სკაპაროტიმ ტერორიზმი და მიგრანტების კრიზისი დაასახელა.

გენერლის განცხადებით, თუ შეკავების პოლიტიკა შედეგს არ გამოიღებს, ნატო მზად უნდა იყოს ნებისმიერ წუთს ბრძოლაში ჩაებას.

დღის ამბები