08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
თურქეთის პრემიერმინისტრმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

თურქეთის პრემიერმინისტრმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის მმართველი პარტია სამართლიანობა და განვითარება ახალ თავმჯდომარეს მაისში დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევს, აჰმეტ დავითოღლუ კი კანდიდატი აღარ იქნება.

ხმები თურქეთის პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ მისი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელზეც ლიდერები ყრილობის მოწვევაზე შეთანხმდნენ.

ბოლო პერიოდში აჰმეტ დავითოღლუმ და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა არაერთხელ აღიარეს საჯაროდ, რომ მათ შორის სხვადასხვა საკითხზე უთანხმოებაა.

დავითოღლუს თურქეთის პრემიერის პოსტი 2014 წლიდან უკავია. 

დღის ამბები