08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
სომხეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს უჭერს

სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და პარლამენტს გადაუგზავნა.

გარდა ამისა მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაც გადაწყვიტა. 2009 წლის შემდეგ სომხეთის პარლამენტში ყარაბაღის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი დღის წევრიგში არაერთხელ დადგა, თუმცა საკანონდებლო ორგანომ შესაბამის კანონპროექტს მხარი არცერთხელ დაუჭირა.

სომხეთის პარლამენტის მომდევნო სხდომა 10 მაისს გაიმართება. სესიის დღის წესრიგში ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი შეტანილი არ არის. 

დღის ამბები