08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ჩოგბურთის ბურთის ზომის ბრილიანტს სოთბის აუქციონზე გაიტანენ

სოთბის აუქციონზე ბოლო 100 წლის განმავლობაში აღმოჩენილ ყველაზე დიდ ბრილიანტს გასაყიდად გაიტანენ. გასულ წელს ბოტსვანას მაღაროში მოპოვებული ძვირფასი ქვა ჩოგბურთის ბურთის ზომისაა და ათას 100 კარატზე მეტს იწონის.

ვარაუდობენ, რომ დაუმუშავებელი ბრილიანტი სულ მცირე 70 მილიონ დოლარად გაიყიდება. ქვა ამ დროისთვის სოთბის აუქციონის ნიუ იორკის სახლშია გამოფენილი, ვაჭრობა კი ლონდონში ივნისის ბოლოსაა დაგეგმილი.

დღის ამბები