08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ლინდონის მერად სადიკ ხანი აირჩიეს

ლონდონის მერად ლეიბორისტი სადიკ ხანი აირჩიეს. ის ისტორიაში შევა, როგორც პირველი მუსულმანი ამ თანამდებობაზე.

უცხოური მედიის ცნობით, სადიკ ხანმა არჩევნებზე 56 % აიღო, მისი მთავარი კონკურენტი კი მილიარდელი ზაკ გოლდსმი იყო, რომელმაც ხმათა 43 %-ის შეგროვება შეძლო.

45 წლის სადიკ ხანი, რომელიც წარმოშობით პაკისტანელია, არა მხოლოდ ლონდონის არამედ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქების ისტორიაში, პირველი მუსლიმი მერი გახდა.

სადიკ ხანმა ამ თანამდებობაზე კონსერვატორი ბორის ჯონსონი შეცვალა, რომელიც დღეს პარლამენტის დეპუტატია და მომავალ პრემიერ მინისტრობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ითვლება. ბორის ჯონსონმა სადიკ ხანს გამარჯვება უკვე მიულოცა.

დღის ამბები