08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი ვიზა ლიბერალიზაციისთვის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი ვიზა ლიბერალიზაციისთვის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. ორგანიზაციის მიმართ კრიტიკული განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ ანტიტერორისტულ კანონს არ შეცვლის, როგორც ამას ბრიუსელი ითხოვს.

"ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ კი თქვენი გზით იარეთ"- მიმართა ევროკავშირს თურქეთის ლიდერმა. განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. სწორედ აჰმეტ დავითოღლუ ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე.

დღის ამბები