08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
თურქეთში ცნობილი ჟურნალისტები დააკავეს - დასავლეთი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

დასავლეთი თურქეთის ხელისუფლებას ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო აკრიტიკებს. ორი ცნობილი ჟურნალისტის გასამართლების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა და ანკარას დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთის რედაქტორსა და გამოცემის ანკარის ბიუროს ხელმძღვანელს განაჩენი გუშინ გამოუტანეს. სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით მათ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვერდიქტის გამოტანამდე სასამართლოს შენობასთან გაზეთის რედაქტორის მოკვლაც სცადეს. უცნობმა მამაკაცმა მას რამდენჯერმე ესროლა, თუმცა ჟურნალისტი გადარჩა, თავად თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა დააკავეს.

 

დღის ამბები