08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
კანადაში ისევ ტყის ხანძრებს ებვრძვიან - ქალაქი ფორტ მაკმიურეი გარესამყარის მთლიანად მოწყდა

თითქმის ერთი კვირაა კანადაში ტყის ხანძრებს უშედეგოდ ებრძვიან - სტიქია ალბერტას პროვინციაში მძვინვარებს. მასშტაბური ხანძრის გამო, ქალაქი ფორტ მაკმიურეი მთლიანად მოწყვეტილი აღმოჩნდა გარესამყაროს, რადგან ცეცხლი ერთადერთ მოქმედ მაგისტრალსაც მიუახლოვდა.

ამ დროს გზაზე 1 500-ს მანქანიანი კოლონა გადაადგილდებოდა, თუმცა საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის გაგრძელება ავიაციის დახმარებით გადაწყვიტა.

88 ათასი მცხოვრებიდან უმეტესობა ქალაქიდან რამდენიმე დღის წინ გაიყვანეს, დღეს კი დარჩენილი 4 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

დღის ამბები