08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ე.წ. ლიდერებს დიმიტრი მედვედევი 9 მაისს ულოცავს

სამამულო ომში გამარჯვების დღე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ე.წ. ლიდერებს დიმიტრი მედვედევმა მიულოცა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მედვედევი დსთ-ის წევრი ქვეყნების და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრემიერ-მინისტრებს მისალოცი ბარათები გაუგზავნა, სადაც სამამულო ომში გამარჯვების 71 წლის იუბილესთან ულოცავს.

ეს თარიღი ოკუპირებულ აფხაზეთშიც აღინიშნება. რაულ ხაჯიმბა ომის ვეტერანებს შეხვდა და მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

დღის ამბები