08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ალეპოში 72 საათით გაახანგრძლივეს

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ალეპოში 72 საათით გაახანგრძლივეს.

რუსეთისა და შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული ზავი რეგიონში პირველად სამი დღის წინ ამოქმედდა, მანამდე კი ქალაქში ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, რამაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მთელი ქვეყნის მასშტაბით დააყენა საფრთხის ქვეშ.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეტაკებებს ალეპოში 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები