08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
მერილენდში მეუღლის და კიდევ ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

მერილენდში პოლიციელი დააკავეს, რომელიც მისი მეუღლისა და კიდევ ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

62 წლის ოფიცერი ძალოვანებმა ქალაქ ბეტესდაში, სავაჭრო ცენტრთან მომხდარი სროლის შემდეგ აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ელალიო ტორდილმა ჯერ სკოლასთან გახსნა ცეცხლი. მან მეუღლეს ესროლა, როდესაც ის სკოლიდან ბავშვების გამოსაყვანად მივიდა და უცნობი მამაკაცსაც ესროლა, რომელმაც დაჭრილი ქალის დახმარება სცადა. ამ მკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციელმა უკვე სუპერმარკეტთან გახსნა ცეცხლი, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

62 პოლიციელს ბრალი განზრახმკვლელობის მუხლით წაუყენეს.

დღის ამბები