08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს. თავდასხმა ყანდაარის პროვინციაში მოხდა, როდესაც კოალიციური ძალების სამხედროები ადგილობრივ პოლიციელებს წვრთნიდნენ. მათ ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის ფორმაში ჩაცმულმა ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა. შედეგად ნატო-ს ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, გადარცვლილი სამხედროები რუმინეთის მოქალაქეები არიან. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. 

ფოტო:არქივი

დღის ამბები