08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ბერლინში ანგელა მერკელის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა

გერმანიის მოსახლეობის ნაწილი ანგელა მერკელის საემიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებს და კანცლერის გადადგომას მოითხოვს. ბერლინის ცენტრში ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური აქცია გაიმართა. ულტრა მემარჯვენე დაჯგუფებების აქტივისტებთან ერთად ქუჩებში რასიზმისა და ქსენოფობიის მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ, თუმცა მემარცხენე ძალების წარმომადგენლების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა კორდონის გარღვევა სცადეს, რომელიც მათ საპირისპირო ჯგუფისგან ჰყოფდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ბოთლები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაკავებულებიც. 

დღის ამბები