08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
პოლონეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

პოლონეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ვარშავის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი ქვეყნის ხელისუფლებას ევროპული დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებდა. პოლიციის ცნობით, აქციაში 45 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორთა მტკიცებით კი დემონსტრანტების რაოდენობა გაცილებით დიდი იყო. მომიტინგეები მმართველი კონსერვატიული პარტიის სამართალი და სამართლიანობა პოლიტიკას აპროტესტებდნენ. სასამართლო და მედია კანონის რეფორმის გამო პოლონეთის ხელისუფლება მწვავე კრიტიკის ობიექტი ევროკომისიის მხრიდანაც არაერთხელ გახდა. 

დღის ამბები