08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს გამარჯვების დღეს ულოცავს

გამარჯვების დღეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ვლადიმერ პუტინიც ულოცავს. განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტი მილოცვაში 9 ქვეყნის ლიდერს, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს მიმართავს, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით კი ის მხოლოდ ორი ქვეყნის მოსახლეობას ახსენებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, სამამულო ომში გამარჯვების დღე სამუდამოდ დარჩება ერების გაერთიანების სიმბოლოდ. მისივე აზრით, არ შეიძლება, დაუშვან საერთო ისტორიის გადახედვა და წარსულის ტრაგიკული მოვლენების განმეორება.

დღის ამბები