08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
სირიაში გათავისუფლების შემდეგ ესპანელი ჟურნალისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

სირიაში გათავისუფლების შემდეგ ესპანელი ჟურნალისტები სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი ესპანეთის არმიის კუთვნილი თვითმფრინავით მადრიდის მახლობლად მდებარე ავია ბაზაზე დაეშვნენ.

სამი კორესპონდენტი გასული წლის ივლისში ალეპოს ჩრდილოეთ რეგიონში მუშაობის დროს გაუჩინარდნენ, ისინი, სავარაუდოდ სირიაში ”ალ ქაიდას” მოკავშირე დაჯგუფების ”ნუსრას ფრონტის” წევრებმა გაიტაცეს. როგორ მოხდა ჟურნალისტების გათავისუფლება ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ცნობით, ამ პროცესში ესპანეთის ხელისუფლებას კატარი დაეხმარა.

დღის ამბები